„რეალი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა

0
56

მადრიდის „რეალი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. ჩემპიონთა ლიუგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ლაიფციგს“ შეხვდა და 2:3 წააგო. მანამდე, მადრიდელები არც ჩემპიონთა ლიგაში და არც ლა ლიგაში უქულოდ არ დარჩენილან.
მასპინძლები მე-13 წუთზე გვარდიოლმა დააწინაურა, ხოლო 5 წუთში ნკუნკუმ ანგარიში ორამდე გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ვინისიუს ჟუნიორმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 81-ე წუთზე გერმანელებიდან თავი ტიმო ვერნერმა გამოიჩინა – 3:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე როდრიგომ პენალტიდან ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და „რეალის“ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ საწყის 18 წუთში 2 გოლი გაუშვა და ამდენი ბურთი თავის კარში მიმდინარე წლის აპრილიდან მოყოლებული არ მიუღია. 2022 წელს „რეალმა“ გასული სეზონის გათვალისწინებით საერთო ჯამში 4 მატჩი წააგო. ამაზე მეტჯერ მადრიდელები მხოლოდ 2021 წელს დამარცხდნენ – 5-ჯერ. აქვეგ გეტყვით, რომ „ლაიფციგიდან“ შეხვედრაში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულებს ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და ფედერიკო ვალვერდე ვერ დაეხმარნენ.
F ჯგუფის მეორე შეხვედრაში „სელტიკმა“ შინ დონეცკის „შახტარს“ ვერ მოუგო.
„რეალი“, რომელმაც პლეი-ოფში თამაში 4 ტურის მერე გაინაღდა, ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს. „ლაიფციგი“ 9 ქულით მეორეა, „შახტარი“ 6 ქულით მესამეა, ხოლო „სელტიკი“ 2 ქულით ბოლოა.