გიორგი ჩაკვეტაძემ ბრატისლავას „სლოვანის“ მაისური მიმდინარე სეზონში მეოთხე საგოლე გადაცემა მიითვალა. სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბრატისლაველები „სკალიცას“ ესტუმრნენ და 4:1 დაამარცხეს.
„სლოვანის“ სასტარტო შემადგენლობაში სამივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. ამ უკანასკნელმა 59-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა, საგოლე გადაცემა სომეხ ლეგიონერ ბარსეგიანს გაუკეთა, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა.
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-60 წუთზე გააფრთხილეს. მის მსგავსად მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო კანკავამ. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.




