16-წლამდელებმა ჩერნოგორიას მეორე სპარინგიც მოუგეს

0
21

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ჩერნოგორიელ თანატოლებს მეორე ამხანაგური შეხვედრაც მიუგო.
პირველ სპარინგში 1:0 გამარჯვების შემდეგ, ამჯერად მასპინძლებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
თბილისში ილია კოკაიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში გამართული შეხვედრის მე-11 წუთზე ანგარიში გიორგი გონსალვეს ჩუბინიძემ გახსნა. 77-ე წუთზე რეზი დანელიამ საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო საბოლოო წერტილი 86-ე წუთზე მათე-გიორგი ტატიშვილმა დასვა.
მატჩის ოქმი –  საქართველო V მონტენეგრო