ლიონელ მესი: „მუნდიალზე გამარჯვებისთვის ბევრი რამ უნდა შესწირო“

0
18

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბევრი რამ უნდა შესწირო.
„ჩვენთვის, არგენტინელებისთვის სიმშვიდის შენარჩუნება რრთულია. ახლა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების პრეტენდენტად მუდმივად გვასახელებენ და ყოველთვის ასე არ იყო.
მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან რთული ტურნირია. გამარჯვებისთვის ბევრი რამ უნდა შესწირო. ბევრ გუნდს უნდა იმის მიღწევა, რაც ჩვენ გვსურს. თუ სათანადოდ არ ვითამაშებს, ბევრი გუნდი გაგვასწრებს“ – განაცხადა პსჟ-ს ფეხბურთელმა DIRECTV-სთან ინტერვიუში.