დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენის“ მაისურით დანიის თასზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
„კოპენჰაგენი“ 1/8-ფინალში სტუმრად „ჰობროს“ შეხვდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. მასპინძლებიდან მე-4 წუთზე ანგარიში ფრეუნდლიხმა გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა ანგარიში გაათანაბრა. 81-ე წუთზე სტუმრების ნახევარმცველმა ჰარალდსონმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „კოპენჰაგენმა“ პენალტების სერიაში 5:3 გაიმარჯვა და 1/4-ფინალში გავიდა.
მიმდინარე სეზონში ხოჭოლავამ თავის ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა. პირველად მან თავი დანიის ჩემპიონატში „ბრონდბიუსთან“ 4:1 მოგებულ მატჩში გაიტანა.





