მიქელთაძემ ავსტრალიაში ახალი სეზონი გამარჯვების გოლით დაიწყო

0
24

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში ახალი სეზონი გამარჯვების გოლით დაიწყო.
„ნიუკასლ ჯეთსმა“, რომელშიც მიქელთაძე გასულ სეზონშიც გამოდიოდა, ხოლო ზაფხულში ამ გუნდს ნახევარმცველი ბექა დარცმელია შეუერთდა, პირველ ტურში შინ „პერტ გლორის“ 2:1 აჯობა.
მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო გადამწყვეტი ბურთი გაიტანა. დარცმელიაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ 72-ე წუთიდან მასპინძლები კაცნაკლულნი თამაშობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის მიქელთაძემ გასულ სეზონში „ნიუკასლ ჯეთსში“ ავსტრალიის ჩემპიონატში 24-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.