ბეგლარიშვილის მეოცე გოლი ესტონეთში

0
20

ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში თავის მე-20 გოლი გაიტანა, რომელიც როგორც „ლევადიაში“ მისი თამაშის დროს მომხდარა, ამჯერადაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ესტონეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ლევადიამ“ „ტამეკა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა. ბეგლარიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე პენალტი გამოიყენა, ხოლო 71-ე წუთზე შეცვალეს. მან მატჩის წინ სექტემბერში გატანილი ყველაზე ლამაზი გოლის ავტორისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღო.
ის ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერია, ხოლო მოქმედი ჩემპიონი „ლევადია“ 75 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
„ანორთოსისმა“ ჩისკოს ხელმძღვანელობით მეორე თამაში ჩაატარა და ისევ ვერ მოიგო. კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ფამაგუსტელები სტუმრად „პარალიმნის“ შეხვდნენ და მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ „ანორთოსისში“ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი ავთო ებრალიძე განაცხადში არ იყო. „ანორთოსისი“ 8 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში საბა ლობჟანიძის “ჰათაისფორი” გასვლაზე “ქარაგიუმრუქთაან” 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ჰათაისფორი” 7 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.