ლაშა სალუქვაძე: „ხვიჩას შეუძლია ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს“

0
34

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ყოფილ მცველ ლაშა სალუქვაძეს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია რობერტ ლევანდოვსკის („ბარსელონა“) და ერლინგ ჰოლანდს („მანჩესტერ სიტის“) გაუტოლდეს.
„ხვიჩა საუცხოოდ გამოიყურება. თავად ხედავთ როგორც თამაშობს – თითქმის ყოველ მატჩში გოლი გააქვს ან საგოლე პასს აკეთებს. ამჟამად, ის ძალიან კარგ სათამაშო ფორმაშია და შეუძლია ლევანდოვსკის და ჰოლანდთან ერთად ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ხვიჩა „ნაპოლიში“ დამკვიდრა. მას შეუძლია თავისი გუნდის ლიდერად იქცეს და ევროპაში საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის იბრძოლოს“ – იუწყება სალუქვაძის ნათქვამს Metaratings.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.