„საბურთალო“ თასის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს

0
34

თბილისის „საბურთალომ“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. თასის მოქმედმა მფლობელმა 1/4-ფინალში ბათუმში „ანგისას“ ბაზაზე კრისტალბეთ ლიგა 2-ში მოასპარეზე ქობულეთის „შუქურა“ 2:0 დაამარცხა.
თემურ შალამბერიძის გაწვრთნილი გუნდიდან მე-7 წუთზე ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა. 50-ე წუთზე თბილისელებიდან თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „საბურთალომ“ ფინალისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.