„დინამომ“ „დილას“ სძლია და ნახევარფინალშია

0
43

თბილისის „დინამო“ საქართველოს დავით ყიფიამის სახელობის თასის 1/2-ფინალში გავიდა, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გორის „დილას“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, საბოლოოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.
მატჩის 28-ე წუთზე „დილამ“ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და თორნიკე კაპანაძემ მას მერე რაც „დინამოს“ მცველებს დაასწრო, ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
თბილისელებმა ანგარიში გოლის გაშვებიდან ორ წუთში გააათანაბრეს, როდესაც თორნიკე კირკიტაძე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ზუსტი პასი კარის წინ მდგომ გვინეელ უსმანე კამარას გაუკეთა, რომელმაც გოლის გატანის შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.
74-ე წუთზე მარჯვნიდან კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ, გამოსვლაზე დემეტრე ბულესკირია შეცდა და ბურთი პირდაპირ იმრანს მიუვიდა, რომელმაც ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა – 2:1.