ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანის“ მაისურით სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ამ სეზონში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
36-ე ტურში „ულსანი“ სტუმრად „პოჰანგს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველმა შეუცვლეად ითამაშა და მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე გაიტანეს.
29 წლის ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის პირველობაზე 35-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.
„ულსანი“ 73 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეორეადგილოსან „ჩონბუკს“ 6 ქულით ასწრებს. ყაზაიშვილის გუნდს ჩემპიონობამდე ქულა აშორებს.





