„ლივერპულს“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ლუის დიასი უახლოესი თვეების განმავლობაში ვერ დაეხმარება. კოლუმბიელმა შემტევმა ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში „არსენალსთან“ 2:3 წაგებულ მატჩში მიიღო. მას ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ მოედანზე 26 დეკემბრამდე ვერ გავა, როდესაც „ლივერპული“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
25 წლის დიასი მერსისაიდულ კლუბში 2021 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 10 გოლი გაიტანა.





