„შტუტგარტის“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი პელეგრინო მატერაცო გაათავისუფლეს, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
44 წლის ამერიკელი სპეციალისტი გუნდს სათავეში 2019 წელს ჩაუდგა და მის სამწვრთნელო კარიერაში „შტუტგარტი“ პირველი გუნდი იყო. მანამდე, მატერაცო „ჰოფენჰაიმში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ასევე „ჰოფენჰაიმისა“ და „ნიურნბერგის“ ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა.
მატერაცოს გათავისუფლების მთავარი მიზეზი „შტუტგარტის“ წარუმატებელი თამაშია – გუნდმა 9 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა და 4 წააგო, რის გამო, 18-გუნდიან ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა,





