ჩისკოს უიღბლო დებიუტი „ანორთოსისში“

0
50

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ჩისკოს დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ფამაგუსტელებმა პირველი შეხვედრა კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში შინ „აპოლონთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროცნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ავთო ებრალიძე მასპინძლების განაცხადში არ იყო. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გაიტანეს.
თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგ მწვრთნელი ჩისკო კვიპროსული გუნდის თავკაცად გასულ კვირაში დანიშნეს.