შენგელიას საუცხოო გოლი საბერძნეთის სუპერლიგაში

0
39

ლევან შენგელია, რომელიც საბერძნეთის სუპერლიგაში თავის სადებიუტო სეზონს ატარებს თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-7 ტურში „პანაიტოლიკოსმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების გარემარბი ზაფხულში შეურთდა „ვოლოსი“ მიიღო და 2:3 წააგო.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს „ვოლოსის“ მეკარეს, რომელიც ძალიან წინ გამოვიდა ბურთი თავს ზემოთ დაახლოებით 35 მეტრიდან გადაუგდო – 1:0. „პააიტოლიკოსმა“ მე-16 წუთზე მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ სტუმრებმა ანგარიში შესვენებამდე გაათანაბრეს, ხოლო 78-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანეს.
„პანაიტოლიკოსი“ 10 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.