„სევილიას“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი დაითხოვეს. ამის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური იუწყება. ლოპეტეგის კარისკენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში შინ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 1:4 წაგების შემდეგ მიუთითეს.
56 წლის ესპანელი სპეციალისტი „სევილიას“ სათავეში 2019 წლის ზაფხულში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ანდალუსიელებმა 2019-2020 წლების სეზონში ევროპა ლიგა მოიგეს. მიმდინარე სეზონში სევილიელებმა ესპანეთის ლა ლიგაში 5 ქულა დააგროვეს და მე-17 ადგილზე არიან. „სევილიამ“ ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში მხოლოდ ქულა აიღო და მე-3 პოზიციაზეა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით. ლოპეტეგი „ვულვზის“ თავკაცად მოიაზრება, რომელმაც გასულ კვირაში პორტუგალიელი ბრუნუ ლაჟე გაუშვა.





