ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის თვის რეიტინგში საქართველოს ნაკრები აგვისტოსთან შედარებით 4 პოზიციით დაწინაურდა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი რეიტინგში 78-ე ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს შარშან ოქტომბრის შემდეგ თამაში არ წაუგია. სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდია. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშებაში C ლიგის მე-4 ჯგუფი მოიგო და B ლიგაში დაწინაურდა.
ჩვენმა გუნდმა C ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 2024 წლის მარტში ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს.
რეიტინგის სათავეში ისევ ბრაზილიაა, მეორე ადგილზე ბელგიაა, ხოლო მესამეზე – არგენტინა.




