ხოჭოლავას ავტოგოლი – „კოპენჰაგენი“ მანჩესტერში განადგურდა

0
32

დავით ხოჭოლავასთვის და მთლიანად „კოპენჰაგენისთვის“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური ძალიან უიღბლო აღმოჩნდა.
დანიის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ აშკარა ფავორიტ „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად შეხვდა და 0:5 განადგურდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 39-ე წუთზე, როდესაც ჰოლანდის დუბლით მისი გუნდი 0:2 აგებდა, ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. იმ ეპიზოდში მანჩესტერელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ვავროს მოხვდა, რის შემდეგ ხოჭოლავა მის მოგერიებას შეეცადა, მაგრამ ავტოგოლი მიითვალა.
დარჩენილ დროში ჯერ მაჰრეზმა გამოიყენა პენალტი, ხოლო შემდეგ ალვარესმა საბოლოო ანგარიში გააფორმა.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში „სევილია“ თავის მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 1:4 დამარცხდა.
„სიტი“ 9 ქულით G ჯგუფის ლიდერია, „ბორუსია“ 6 ქულით მეორეა, „სევილია“ 1 ქულით მესამეა, ხოლო „კოპენჰაგენი“ ამდენივე ქულით ბოლოა.