კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთში

0
60
2022.09.30 Radom Pilka nozna PKO Ekstraklasa sezon 2022/2023 Radomiak Radom - Cracovia N/z Emocje reakcja Cornel Repa Otar Kakabadze Foto Lukasz Sobala / PressFocus 2022.09.30 Radom Football Polish League PKO Ekstraklasa season 2022/2023 Radomiak Radom - Cracovia Emocje reakcja Cornel Repa Otar Kakabadze Credit: Lukasz Sobala / PressFocus

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში „კრაკოვიამ“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის სამი ქულა სტუმრად აიღო.
კრაკოველები „რადომიაკს“ ეწვივნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. სტუმრებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს, ხოლო 73-ე წუთზე კაკაბაძის პასის შემდეგ მეტოქის კარი კალმანმა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 55-ე წუთიდან უმცირესობაში დარჩნენ, რადგან პედრო ჯუსტინიამომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვია“ 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
„მეტალისტ 1925“-მა, რომელსაც ბექა ვაჩიბერაძე სექტემბრის დასაწყისში შეუერთდა „კოლოსს“ უმასპინძლა და 2:0 სძლია. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.