კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის „საბურთალოს“ მარჯვენაფლანგელი გიორგი გოჩოლეიშვილი დაასახელეს. 21 წლის ფეხბურთელმა მე-3 წრეში გამართულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე, მას მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი არ აუღია.
მე-3 წრის საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისის „ტორპედოს“ დამრიგებელი კახა ჩხეტიანი აღიარეს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. შედეგად, „ტორპედომ“, რომელსაც ამ სეზონში ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

მე-3 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კვასხვაძე (“ტორპედო”), ტაბიძე (“დინამო” თბ.), კალანდაძე (“დინამო” თბ.), გოჩოლეიშვილი (“საბურთალო”), შერგელაშვილი (“ტორპედო”), კამარა (“დინამო” თბ,), მექვაბიშვილი (“დინამო” თბ.), გიგაური (“ტორპედო”), მოისწრაფიშვილი (“დინამო” თბ.), ჯეფინიო (“სამგურალი”), სხირტლაძე (“დინამო” თბ.).






