19-წლამდელებმა ევროშესარჩევი უქულოდ დაასრულეს

0
20

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა,  ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გამოსვლა, ჩერნოგორიასთან მარცხით დაასრულა – 1:3
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდიდან, შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 54-ე წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა გაიტანა. ქართველმა 19-წლამდელებმა მე-9 ჯგუფში სამივე თამაში წააგეს. ჩერნოგორიასთან შეხვედრამდე, ფირცხალაიშვილის გუნდი მასპინძელ დანიასთან 1:3, ხოლო ინგლისთან 0:6 დამარცხდნენ.
ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზე ინგლისი გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში დანიას 4:2 აჯობა. დანიელებმა 6 ქულით მეორე პოზიციაზე არიან. ეს ორი გუნდი გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებს. ჩერნოგორიამ 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო უქულო საქართველო ბოლოა.
მატჩის ოქმი – მონტენეგრო 3:1 საქართველო
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ჯგუფში – ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.