ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფილიპ კოკუ სათავეში არნემის „ვიტესს“ ჩაუდგა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბ „დერბი ქაუნთიში“ მუშაობდა, რომლიდან 2020 წლის ნოემბერში დაითხოვეს.
კოკუ 2013-2018 წლებში პსვ-ს წვრთნიდა, რომელსაც 3-ჯერ ნიდერლანდების ჩემპიონატი მოაგებინა, ერთხელ თასი და 2-ჯერ სუპერთასი. ის 2018 წლის 22 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე თურქეთის „ფენერბაჰჩეს“ ავარჯიშებდა.
კოკუმ „ვიტესში“ თომას ლეჩა შეცვალა, რომელიც სამუშაოდ გერმანიის „ბოხუმში“ წავიდა.




