ალეგრი „მილანიდან“ დაითხოვეს

0
1

მასიმიალიანო ალეგრი „მილანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. მასთან ერთად კლუბის მეპატრონეებმა კერძო საინვესტივიო კომპანია RedBird Capital Partners-დან გენერალური დირექტორი ჯორჯო ფურლანი, სპორტული დირექტორი იგლი ტარე და ტექნიკური დირექტორი ჯეფრი მონკადა გაუშვეს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ „მილანმა“ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ იასპარეზებს.
58 წლის ალეგრი „მილანს“ სათავეში მეორედ შარშან ივნისში ჩაუდგა. პირველად ის გუნდს 2010-2014 წლებში ავარჯიშებდა და იტალიის ჩემპიონატთან ერთად, ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა.
იტალიელ სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი ტურინის „იუვენტუსში“ (2014-2019, 2021-2024) ჰქონდა.
ალეგრის თავკაცობით  „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ში ზედიზედ 5-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო იტალიის თასს ამდენჯერვე დაეუფლა.
გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა 2-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიპოვეს ოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ჯერ “ბარსელონასთან” წააგეს, შემდეგ – “რეალთან”.
ლაშა თაბაგარი