საქართველოს ნაკრები გიბრალტარში ჩაკვეტაძის გარეშე გაფრინდა

0
31

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში სტუმრად გიბრალტართან ჩასატარებელ ბოლო შეხვედრაში დაეხმარება.
შემტევი ნახევარმცველი მაკედონიასთან (2:0) მოგებულ შეხვედრაში განაცხადში არ იყო და როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტებს გაუნცხადა, ჩაკვეტაძე თამაშის დღეს მუცლის ტკივილთან ერთად, მაღალმა ტემპერატურამ შეაწუხა.
მან ისიც დასძინა, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდებოდნენ და გიბრალტარში მის წაყვანა-არწაყვანის საკითხს ამის შემდეგ გადაწყვეტდნენ. ჩაკვეტაძის მდგომარეობა არ შეცვლილა და ის გუნდს ვერ გაჰყცა.