23 სექტემბერს, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ხორვატიისა და დანიის 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილია.
ხორვატიის და დანიის 21 წლამდე გუნდების მატჩი ქალაქ პულაში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში დაგეგმილი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.




