ვილი სანიოლი: “ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვუპასუხეთ მაკედონიის ინიციატივას”

0
77

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთბელის ვილი სანიოლის აზრით, მაკედონიასთან 2:0 მოგებულ მატჩში ანგარიშის გახსნამდე მის გუნდს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ბედმიერი იმით თუ როგორ უპასუხეს ფეხბურთელებმა სტუმართა ინიციატივას.
ვილი სანიოლი: “მინდა, ჩემს ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას მივულოცო. ახლა პლეი-ოფზე საუბარიც არ ღირს, რადგან მის გამართვამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი. მინდა ამ გამარჯვებით ვისიამოვნოთ, მე უფრო იმით ვარ ბედნიერი, რომ ბოლო თვეებში დიდი პროგრესი განვიცადეთ. ჩვენი გეგმა არ იყო ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ბურთის დათმობა, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენა, მაგრამ დრო დაგვჭირდება მათი ახალი თამაშის, ახალი სისტემის წასაკითხად. ზოგიერთი ფეხბურთელი თავიდან დაძაბული ჩანდა და ეს იგრძნობოდა.
გუშინ ვთქვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონია შესანიშნავია და გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს, ამიტომ, ლოგიკურია, რომ ისინი უპირატესობას ფლობდნენ თამაშის გარკვეულ მომენტებში. თუმცა, ჩემი გუნდი არასდროს მოშლილა, აჩვენა სტრუქტურა, სიმწიფე და ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვუპასუხეთ მაკედონიის ინიციატივას. პირველმა გოლმა სტაბილურობა მოგვიტანა, ფეხბურთი არ ჰგავს ჭადრაკს, ეს უნდა ვიცოდეთ. მეტოქემ პირველ ტაიმში პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ კარგია, რომ ზეწოლის ქვეშ გოლი არ გავუშვით. პირველი წუთებით ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ზოგადად, ამ 90 წუთში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ეს მნიშვნელოვანია.
გიბრალტართან როტაცია? ჯერ უნდა გავიგო, როგორ ფიზიკური მდგომარეობაში იქნებიან ჩემი ფეხბურთელები, როგორ აღიდგენენ ძალებს და გადაწყვეტილებას შემადგენლობასთან დაკავშირებით ორშაბათს მივიღებ. ეს თამაში ჩვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ 5-8 ფეხბურთელის შეცვლა საჭირო იქნება, შევცვლი, მაგრამ თუ არა, არა. მთავარი თამაშის მოგებაა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია”.