ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის ბოლოსწონა ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრა 23 სექტემბერს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩატარდება და 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამაშამდე 5 დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იყო. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლო.
საქართველოს ჯგუფის ლიდერია და მაკედონიელებთან მატჩში ფრეც ყოფნის, რომ C ლიგის ნახევარფინალში თამაში გაინაღდოს. ამ გუნდების შორის პირველი დაპირისპირება ჩვენმა გუნდმა სტუმრად 3:0 მოიგო.




