ლუკა ლოჩოშვილისთვის იტალიურ კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე წარუმატებელი მე-7 ტურში რომის „ლაციოსთან“ საშინაო მატჩი აღმოჩნდა.
მაურიციო სარის გაწვრთნილი რომაელები „კრემონეზესთან“ დაპირისპირებამდე ფავორიტად მიიჩნეოდნენ და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
შეხვედრის მე-7 წუთზე მილენკოვიჩ-სავიჩის გადაცემის შემდეგ ჩირო იმობილე კრემონელთა საჯარიმოში მცველს გაექცა და ანგარიში გახსნა -0:1.
21-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში მარჯნიდან შეჭრილი იმობილეს დარტყმული ბურთი სასტარტოში მყოფ ლოჩოშვილს ჯერ მკერდზე მოხვდა, ხოლო შემდეგ ხელზე შეეხო. მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეო ასისტენტთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა. არადა, ცნობილია, რომ როდესაც ბურთი ჯერ სხეულის სხვა ნაწილს ეხება და შემდეგ ხელს თერთმეტმეტრიანი არ ინიშნება. იმობილემ თავისი შანსი ისევ გამოიყენა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „ლაციოს“ ფორვარდის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, ხოლო მილემკოვიჩ-სავიჩმა ვარდნაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს დაასწრო და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 0:3. „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა შესცენებაზე ლოჩოშვილი შეცვალა.
შეხვედრის 79-ე წუთზე მასპინძლების კარი პედრომ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსსირა.
„კრემონეზეს“ 2 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.





