ხამეს როდრიგესი „ოლიმპიაკოსში“ ითამაშებს

0
17

ხამეს როდრიგესი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. მადრიდის „რეალის“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ექსნახევარმცველმა კონტრაქტი „ოლიმპიაკოსთან“ გააფორმა.
ბოლოს კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი „ალ-რაიანში“ გამოდიოდა – მხარეებმა  კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუშინ გაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბერძნულმა კლუბმა „რეალის“ კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე მარსელო დაიმატა.