ხოაკინმა ევროპა ლიგაში რეკორდი დაამყარა

0
13

სევილიას „ბეტისის“ გარემარბმა ხოაკინმა ევროპა ლიგის რეკორდი დაამყარა. ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ესპანელებმა ბულგარეთის „ლუდოგორეცს“ 3:2 აჯობა, ხოლო ხოაკინმა ერთი გოლი მიითვალა.
ევროპა ლიგის გათამაშების ისტორიაში ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა. „ლუდოგორეცთან“ შეხვედრაში ესპანელი ფეხბურთელი 41 წლის და 56 დღის ასაკის იყო.
მან მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა. მანამდე, მან „ბეტისის“ მაისურით შარშან დეკემბერში ესპანეთის თასზე „ტალავერას“ კარი აიღო.