ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისევ არ ათამაშეს. H ჯგუფის მე-2 ტურში ბელგრადელები სტუმრად „ტრაბზონსფორთან“ 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. აზაროვი „ცრვენა ზვეზდაში“ ზაფხულში გადავიდა და სერბეთის სუპერლიგის ორ მატჩში სასტარტოში მოხვდა, მაგრამ ორჯერვე შეცვალეს, ხოლო ევროპა ლიგაში მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლება.
„ცრვენა ზვეზდას“ ჯერ ქულა არ აუღია და ბოლო ადგილზეა, ხოლო ჯგუფს 6 ქულით „ფერენცვაროში“ ლიდერობს, რომელმაც სტუმრად „მონაკოს“ 1:0 აჯობა. გიორგი ხარაიშვილი უნგრელთა განაცხადში არც ამჯერად იყო.
გრაცის „შტურმი“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ ეხმარება, გასვლაზე „ფეინოორდთან“ 0:6 განადგურდა. ნიდერლანდელებმა ავსრტიელებს პირველ ტაიმში 4 გოლი გაუტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს. „შტურმი“ 3 ქულით F ჯგუფში ბოლო ადგილზეა,




