ელგუჯა ლობჯანიძემ „ყიზილ-ჟარში“ გადასვლის შემდეგ ყაზახეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-19 ტურში პეტროპავლოვსკელებმა „ორდაბასი“ მიიღეს და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო და მეტოქის კარი ძირითაადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე აიღო. ის „ყიზილ-ჟარს“ ზაფხულში შეუერთდა და ვიდრე თავს ჩემპიონატში გამოიჩენდა, ერთი გოლი ყაზახეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე მიითვალა.
„ყიზილ-ჟარი“ 21 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.





