აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში აგდამის „ყარაბაღმა“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, შინ დაძაბულ ორთაბრძოლაში „საბაჰს“, სადაც დავით ვოლკოვი გამოდის, 4:3 სძლია.
გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვოლკოვი შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს 43-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს და ორჯერ აგებდნენ, მათ მოქმედ ჩემპიონს ბრძოლა გაუმართეს – 84-ე წუთისთვის 3:2 დაწინაურდნენ. თუმცა, მასპინძლებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გატანილი პენალტით გაიმარჯვეს.





