„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია A-ში დაბრუნების შემდეგ, ქულა ზედიზედ მეორე შეხვედრაში აიღო.
კრემონელები მე-6 ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ბერგამოს „ატალანტას“ სტუმრად შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ, არ წააგეს.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე – „კრემონეზე“ სამი ცენტრალური მცველის ტაქტიკას იყენებს. მას პოზიციური შეცდომა არ დაუშვია და თავის ზონას საიმედოდ აკონტროლებდა. მან 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი დანიელ ჰოილუნდთან ორთაბრძოლის დროს მიიღო. სხვათა შორის, ამ დარღევის შემდეგ კომპაინერსმა მახვილი კუთხიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გაიტანა, მაგრამ ბურთს ხელით მიმართულება მისმა თანაგუნდელმა ოკოლიმ შეუშალა და გოლი არ ჩაითვალა.
„ატალანტამ“ ანგარიში 74-ე წუთზე გახსნა, როდესაც კომპაინერსმა „ჯარიმიდან“ მეტოქის კართან ჩააწოდა, სადაც ყველას დემირალმა აჯობა და თავით ბურთს კარში ადგილი მიუჩინა. აღსანიშნავია, რომ „კრემონეზე“ რუმინელ მეკარე რადუს ამ ეპიზოდში უკეთესად თამაში მართებდა.
78-ე წუთზე კრემონელთა ნახევარმცველმა ასკასიბარმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და მუსოს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო ვალერიმ ზუსტად დაამატა – 1:1.
„კრემონეზე“ 2 ქულით 20-გუნდიან სატურნირ ცხრილში მე-18 ადგილზეა,




