პოგბამ ოპერაცია გაიკეთა

0
52

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მენისკზე ოპერაცია გაიკეთა. ახალმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კონსერვატიულმა მკურნალობამ ცუდი შედეგი გამოიღო და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა.
„იუვენტუსის“ პრესსამსხურის ინფორმაციით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სავარაუდოდ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვარჯიშს 6 კვირაში განაახლებს.
29 წლის პოგბამ მუხლი ივლისში ტურინელთა რიგებში ვარჯიშის დროს დაიზიანა და თავდაპირველად ოპერაციაზე უარი თქვა, რადგან მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გამგზავრება სურს.
პოგბა „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მას მერე შეუერთდა, რაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამოეწურა.