„ატალანტას“ ისტორიული შედეგი

0
36
Soccer Football - Serie A - Monza v Atalanta - Stadio Brianteo, Monza, Italy - September 5, 2022 Atalanta's Rasmus Hojlund celebrates scoring their first goal with teammates REUTERS/Daniele Mascolo

ბერგამოს „ატალანტას“ იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში სტუმრად „მონცა“ 2:0 დაამარცხა. ჯან პიერო გასპერინის გაწვრთნილმა გუნდმა 13 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ და „მილანს“ 11-11 ქულით შესაბამისად მე-2 და მე-3 ადგილი უკავიათ. მიმდინარე სეზონამდე „ატალანტა“ არსებობის ისტორიაში იტალიის ჩემპიონატის 5 ან უფრო მეტი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე არასოდეს ყოფილა. 11 სექტემბერს სერია A-ს მე-6 ტურში ბერგამოელები შინ „კრემონეზეს“ მიიღებენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს.