არველაძემ ზედიზედ მეორედ წააგო, აზაროვის პირველი სასტარტო

0
30

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მე-8 ტურში ჰალელები შინ გათამაშების ლიდერ „შეფილდ იუნაიტედს“ შეხვდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
მე-20 წუთზე ანგარიში მაკბარნიმ გახსნა, ხოლო 75-ეზე ბერგემ მასპინძლების კარი მეორედ აიღეს. „ჰალი“ 11 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ირაკლი აზაროვმა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. სერბეთის სუპერლიგის მე-10 ტურში ბელგრადელებმა „ბაჩკა ტოპოლას“ მიიღეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ – 1:1. აზაროვი პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „ცრვენა ზვეზდა“ 20 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ბაქოს „ნეფთჩიმ“ „სუმგაითი“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია და შემტეი ნახევარმცველი ვატო არველაძე იყვნენ – პირველმა სრულად ითამაშა, ხოლო მეორე ტრავმის გამო 42-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, მას გოლი არ ჩაუთვალეს. „ნეფთჩი“ 12 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის 29-ე ტურში სტუმრად „სეონგამთან“ 0:2 დამარცხდა. საქაართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველი თამაშში 22-ე წუთიდან ჩაერთო. „ულსანი“ 59 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.