ლონდონის „ჩელსიმ“ თავდამსხმელი მიში ბაჩუაია სტამბოლის „ფენერბჰჩეში“ გაყიდა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა, რომლის პირობები არ გახმაურებულა. თუმცა, Transfermarkt-ის ინფორმაციით, „ჩელსიმ“ ბაჩუაის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.
28 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით „ბეშიქთაშში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა.





