კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რომში მოაგებინა

0
37

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიი სერია A-ში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა, რომელმაც „ნაპოლის“ სამი ქულა სტუმრად რომის „ლაციოსთან“ მატჩში მოუტანა.
ერთი ტურით ადრე „ლეჩესთან“ (1:1) საშინაო შეხვედრაში, ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, ხოლო მე-5 ტურში რომში გამართულ თამაშში კვარაცხელია მოედანზე პირველი წუთიდან იყო და თავი ისევ გამოიჩინა.
მასპინძლები მე-4 წუთზე ძაკანიმ დააწინაურა. 32-ე წუთზე კვარაცხელიამ “ლაციოს” მცველს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და საჯარიმოში შესული ერთ მეტოქეს გაცდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა – ბურთს მეკარე დაეუფლა. 35-ე წუთზე ვარაცხელიამ მცირე შედევრი შექმნა, როდესაც ბურთზე “მარადონას სტილში” დატრიალდა და დაახლოებით 25 მეტრიდან მისი დარტყმის შემდეგ გვერდითი ძელი შეზანზარდა.38-ე წუთზე კიმმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ თანაგუნდელის პასის შემდეგ კვარაცხელიამ მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი კარგად ვერ დაამუშავა და წინა გამოსულ პროვედელს მოავედრა.
ამის შემდეგ, მან რომაელთა საჯარიმოში მცველს ფინტებით თავგზა აუბნია და ზუსტი პასი გაკეთა დი ლორენცოს, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით კარში არაზუსტად დაარტყა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ზელინსკიმ მარჯვენა ფლანგიდან „ლაციოს“ საჯარიმოში კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა, 61-ე წუთზე იმავე ფლანგიდან ანგისას გადაცემის შემდეგ რომაელტა საჯარიმოში შეჭრილმა ქართველმა ერთი შეხებით მეტოქის კარი აიღო.
დარჩენილ დროსი მეტი გოლი არ გასულა და „ნაპოლი“ 11 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილის სათავეშია, ხოლო კვარაცხელია 4 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.