„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, დანიის სუპერლიგის მე-8 ტურში „სილკებორგი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე კლაესონმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. თუმცა, ამის მიზეზი რაა „კოპენჰაგენის“ პრესსამსახური არ იუწყება.
მოქმედმა ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ 12 ქულა დააგროვა და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ხოჭოლავას გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩაატარებს.





