საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილი ოფიციალურად წარადგინა.
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოში“ ერთი წლით გაანათხოვრა და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ჟირონდელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
კარიერის განმავლობაში ბათუმის “დინამოს” გარდა, 21 წლის ფეხბურთელს თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივში”, ყაზანის “რუბინში”, ვოლგოგრადის “როტორში” და ტულას “არსენალში” უთამაშია.





