„რეალ სოსიედადმა“ ისაკის შემცვლელი შეიძინა

0
20

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ „ალმერიადან“ თავდამსხმელი ომარ სადიკი შეიძინა, რომელმაც „ნიუკასლში“ 70 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდული შვედი ალექსანდ ისაკი უნდა შეცვალოს.
25 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და 25-ნომრიან მაისურს მოირგებს.
სან სებასტიანელებს სადიკის შეძენა ბონუსის გათვალისწინებით 25 მილიონი ევრო დაუჯდათ. გარდა ამისა, თუ „რეალ სოსიედადი“ მომავალში ნიგერიელს გაყიდის „ალმერიას“ ტრანსფერის თანხის 15 პროცენტი ერგება.
გასულ სეზონში, სადიკმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარეში ლა ლიგაში „ალმერიას“ მაისურით 3-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.