„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სლოვაკი მეკარე მარტინ დუბრავკა „ნიუკასლიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.
მანჩესტერელები 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან. გარდა ამისა, თუ დუბრავკამ პრემიერ ლიგაში მანჩესტერელთა სასტარტო შემადგენლობაში მატჩების გარკვეული რაოდენობა ჩაატარა, მაშინ „იუნაიტედი“ ვალდებული იქნება მისი კონტრაქტი 6 მილიონ გირვანაქა სტერლინგად გამოისყიდოს.
სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი „ნიუკასლში“ 2018 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში 130 მატჩი ჩაატარა.




