ლონდონის „ჩელსიმ“ „ბარსელონადან“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეიძინა. 33 წლის გაბონელმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
კატალონიელთა პრესსამსახურის განცხადებით ობამეიანგი 12 მილიონ ევროდ გაყიდეს. აფრიკელმა ფეხბურთელმა 2022 წლის ზამთარში ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან ესპანურ გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა.




