„ვალენსიამ“ კარლოს სოლერი პსჟ-ში გაასხვისა

0
53

„ვალენსიას“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ფრანგული გრანდის პრესსამსხურის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
25 წლის სოლერის სანაცვლოდ „ვალენსია“ 18 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 3 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
სოლერი „ვალენსიას“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 226 მატჩში 38 გოლი გაიტანა.