ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „ლევანტემ“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი რანგის მე-3 ლიგის „კასტელონში“ გაანათხოვრა.
თბილისის „საბურთალოს“ ექსფეხბურთელი „ლევანტეში“ 2019-2020 წლების სეზონის წინ ჩაირიცხა. მან „ლევანტეს“ შემადგენლობაში ლა ლიგაში 4-ჯერ შეცვლაზე ითამაშა და მოედანზე საერთო ჯამში 22 წუთი გაატარა. გარდა ამისა, ქოჩორაშვილმა 2 შეხვედრა (1 სასტარტოში) ესპანეთის თასზე გამართა და 1 გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა „ლევანტეს“ მეორე გუნდში 13-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.




