ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვერ მოხვდა, სერია A-ს მე-4 ტურში ნეაპოლელებმა „ლეჩე“ მიიღეს და ერთი ტურით ადრე სტუმრად „ფიორენტინასთან“ ჩატარებულ მატჩთან შედარებით, ლუჩანო სპალეტიმ საწყის თერთმეტეულში რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა. კვარაცხელიას მაგივრად ჩრდილოეთ მაკედონიელმა ელმასმა ითამაშა, რომელმაც 27-ე წუთზე მასპინძელთა კომბინციისა და პოლიტანოს გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა.
„ლეჩემ“ წონასწორობა 31-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან კოლომბოს უძლიერესი და რაც მთავარია ძალიან ზუსტი დარტყმით აღადგინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი კვარაცხელია თამაშში 56-ე წუთზე ელმასის ნაცვლად ჩაერთო. ის ტრადიციულად მარცხენა ფლანგზე აქტიური იყო და რამდენიმე ეპიზოდში თავის მეურვესაც გაცდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ზუსტი გადაცემა ვერ გააკეთა.
„ნაპოლიდან“ საგილე მომენტები ოსიმხენმა და პოლიტანომ ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, თამაშამდე უდავო ფავორიტებად მიჩნეული ნეაპოლელები მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.





