საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხელმა გიორგი ქვილითაია, რომელსაც ტრავმის გამო 15 მაისის შემდეგ არ უთამაშია, მოედანს კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში დაუბრუნდა.
აპოელმა, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, სეზონის გახსნის შეხვედრაში „პაფოსი“ მიიღო და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მასპინძლების სასტარტოში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ლაშა დვალი იყო, რომელმაც ტრავმა მიიღო და 42-ე წუთზე შეცვალეს. ქვილითაია თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ბუბა დაუშვილს განაცხადში ყოფნა აკმარეს. „პაფოსში“ 66-ე წუთიდან „დინამოს“ ექსმცველმა ლევან ხარაბაძემ ითამაშა, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა. მატჩში ანგარიში სტუმრების ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟაირომ 35-ე წუთზე გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან მე-80 წუთზე საპასუხო ბურთი სუშიჩმა გაიტანა.





