დავით ვოლკოვმა „საბაჰში“ გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში საქართველოს ეროვნილი ნაკრების თავდამსხმელის გუნდი სტუმრად „გაბალას“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.
ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარი 48-ე წუთზე აიღო, როდესაც პარტნიორის გადაცემის შემდეგ შორეული ძელი „ჩაკეტა“, რის შემდეგ, ბურთი კარში უპრობლემოდ გადაგზავნა. სტუმრებმა მეორე გოლი 54-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ვოლკოვი 71-ე წუთზე შეცვალეს.
„საბაჰმა“ სეზონის სტარტზე ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო და 10-გუნდიან ჩემოიონატში ლიდერია.





