შენგელიას პირველი გოლი საბერძნეთის სუპერლიგაში

0
56

ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში „პანეტოლიკოს“, რომელსაც ქართველი გარემარბი ამ სეზონში შეურთდა შინ „არისს“ შეხვდა დ 3:1 გაიმარჯვა.
შენგელია მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, რის შემდეგ საჯარიმოში შესულმა სტუმართა მეკარეს მარცხენა დაბალ კუთხეში აუღებლად დაურტყა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ.
„პანეტოლიკოსი“ 3 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.